Air Moldova საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის ფრენის სიხშირეს ზრდის

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, მოლდავური ავიაკომპანია Air Moldova ზრდის ფრენების ინტენსივობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ამატებს კიშინეუ – ბათუმი – კიშინეუს რეგულარულ მიმართულებას.

ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგების შესაბამისად, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა კიშინეუ – თბილისი – კიშინეუს საჰაერო ხაზზე 26 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად შესრულდება. დღეისათვის, ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით ფრენებს კვირაში 4 სიხშირით ახორციელებს. რაც შეეხება ახალ მიმართულებას, კიშინეუ – ბათუმი – კიშინეუს საჰაერო ხაზზე რეგულარული ოპერირება 26 მარტიდან 27 ოქტომბრამდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები მიმდინარე წლის 15 მარტს მიანიჭა.

ავიაკომპანია Air Moldova საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2022 წელს შემოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები