ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სვანეთში მოთხილამურე ინფლუენსერებს მასპინძლობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით სვანეთში, კურორტ თეთნულდზე  „ფრირაიდის კვირეულის“ ფარგლებში მსოფლიო ტური 16-19 მარტს იმართება. სვანეთი  საერთაშორისო დონის ორ საკვალიფიკაციო შეჯიბრებას მასპინძლობს, სადაც საქართველოსთან ერთად 15 ქვეყნის 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

„ფრირაიდის კვირეულის“ პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიიდან პოპულარული სამთო სპორტული გამოცემის ჟურნალისტს და მოთხილამურე ინფლუენსერებს მასპინძლობს.  პრესტურის მონაწილეები სვანეთის სამთო კურორტებისა და „ფრირაიდის კვირეულის“ შესახებ სტატიებს, პოსტებსა და ვიდეო რგოლებს მოამზადებენ, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და ტურისტული ნაკადების გაზრდას.

„ფრირაიდის კვირეული“ სვანეთში მეორედ ტარდება. შეჯიბრების  მხარდამჭერები არიან: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, მთის ტრასების სააგენტო, მესტიის მუნიციპალიტეტი,სვანეთის DMO, ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია პროექტ GRETA-ს ფარგლებში, და საქართველოს სათხილამურო ფედერაცია. Freeride World Tour-ის ორგანიზატორია ქართული კომპანია White Rabbit.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები