მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს 7 სპორტსმენი წარადგენს

20 მარტიდან 26 მარტის  ჩათვლით საიტამაში (იაპონია) გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, სადაც საქართველოს შემდეგი სპორტსმენები წარადგენენ:

კარინა საფინა-ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილი)

ანასტასია გუბანოვა (ერთეული  ქალი)

მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე (ერთეული კაცები)

მარია კაზაკოვა-გიორგი რევია (სპორტული ცეკვა)

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი.

ქალთა ტურნირზე მსაჯთა შემადგენლობაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე  ჩიგოგიძე იმუშავებს .

საიტამა (იაპონია) 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, 2014 და 2019 წლების შემდეგ, მესამედ მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები