მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა

1 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო – საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ) – ოქრო

გიორგი შოთაძე (63 კგ) – ვერცხლი

გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ) – ვერცხლი

გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) – ბრინჯაო

საბა მამალაძე (82 კგ) – ბრინჯაო

დიეგო ჩხიკვაძე 23-წლამდელთა შორის ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. საერთო ჯამში კი, მას ასაკობრივ ჩემპიონატებზე 4 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები