მარიამ ქურდაძე FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა

ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც ამერიკაში გაცვლითი პროგრამით იმყოფება, მთელი მსოფლიოდან ასობით ახალგაზრდას შორის, FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა.

მარიამ ქურდაძე შეარჩიეს მაღალი აკადემიური მოსწრების, მოხალისეობისა და საკუთარი ქვეყნის კულტურის განსაკუთრებული ენთუზიაზმით გაზიარების გამო.

“შეერთებულ შტატებში საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია ჩვენი გაცვლითი პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ როლში ქართველი მონაწილეები ყოველთვის ბრწყინავენ და ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში ათასობით ამერიკელს პირადად გააცნეს და შეაყვარეს საქართველო”, – ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები