ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწია

ტალინის ევროპის ჩემპიონატზე 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტით სროლაში შერეულ წყვილებში წარმატებას მიაღწია საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა. ჩვენმა გუნდმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრებაში 30 წყვილი ჩაება, მათ შორის ორი გუნდით იყო წარმოდგენილი საქართველო. პირველ გუნდში შედიოდნენ მარიამ აბრამიშვილი და გიორგი მუმლაძე, მეორეში – მარიამ ფროდიაშვილი და იოანე ხვარეშია.

აღსანიშნავია, რომ მომავალმა პრიზიორებმა გადამწყვეტ შეხვედრებში ერთნაირი ანგარიშით 16-12 მოუგეს მოლდაველებს და იტალიელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები