იაპონურმა ჟურნალმა “AERA” საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას ინტერვიუ გამოაქვეყნა

ერთ-ერთი წამყვანი იაპონური ჟურნალი “AERA” საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ის ცნობილი ქართველი რეჟისორის, ოთარ იოსელიანის და ზოგადად ქართული კინემატოგრაფიის შესახებ საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ 17 თებერვლიდან ტოკიოში ოთარ იოსელიანის ფილმების ფესტივალი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნება 21 კინოსურათი.

ტოკიოს კინოთეატრების შემდეგ ფესტივალი იაპონიის სხვა ქალაქებშიც გააგრძელებს მოგზაურობას და ქართველი რეჟისორის შემოქმედებას კიოტოს, ნაგოიას და კობეს კინომოყვარულებს გააცნობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები