ვარლამ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრანდ სლემის ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტაშკენტის გრანდ სლემის დასკვნით დღეს ორი მედალი მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან საუკეთესო შედეგი ჰქონდა ვარლამ ლიპარტელიანს (100 კგ), რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიო ჩემპიონატების სამი ვერცხლის და ამდენივე ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ევროპის სამგზის ჩემპიონი შეჯიბრებას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა ბრაზილიელი, ყაზახი და იაპონელი მოწინააღმდეგეები, ფინალში კი ავსტრიელ აარონ ფარას ორი ვაზარით მოუგო.

ასევე მედალოსანი გახდა ახალგაზრდებში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გელა ზაალიშვილი. მძიმეწონოსანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ტაჯიკი თემურ რახიმოვი ორი ვაზარით დაამარცხა.

ტაშკენტის გრან სლემის პირველი დღე ვერცხლის მედლით დაასრულა ქალთა ნაკრების ლიდერმა ეთერ ლიპარტელიანმა.

საქართველოს ნაკრებმა თითო ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლით საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები