ბექა გვიშიანი ANDAM-ის მოდის დაჯილდოების ჟიურის 9 ახალ მიწვეულ წევრს შორისაა

FashionHolics Online”-ის ინფორმაციით, “ANDAM”-ის მოდის დაჯილდოების 22 მუდმივი წევრისგან დაკომპლექტებულ ჟიურის 9 მიწვეული სტუმარი შეუერთდება, რომელთა შორისაც არიან: მოდელი ჯიჯი ჰადიდი, მოდის კრიტიკოსი ანჯელო ფლაკავენტო, ჩინური Vogue-ის მთავარი რედაქტორი მარგარეტ ჭანგი და “Style Not Com”-ის დამფუძნებელი ბექა გვიშიანი.

“ANDAM”-ის 2023 წლის მოდის დაჯილდოებაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსების ვადა 31 მარტამდე აქვთ, ფინალისტების ვინაობა კი მაისში გახდება ცნობილი. წელს ფულადი პრიზი €600,000-დან €700,000-მდე გაიზარდა. კონკურსის მონაწილეები ერთმანეთს ხუთი პრიზის მოვოპებისთვის შეეჯიბრებიან, ესენია: ANDAM Grand Prize, Special Prize, Pierre Bergé Prize (მოდის სექტორში მოქმედი ახალი ფრანგული კომპანიისთვის), Fashion Accessories Prize და Innovation Prize.

დამწყები დიზაინერების და სტარტაპების განვითარების ხელშემწყობი ANDAM-ის კონკურსი 1989 წელს ნატალი დიუფურმა საფრანგეთის კულტურის სამინისტროს და DEFI-ის მხარდაჭერით დააარსა. პირველი გამოშვების გამარჯვებული ლეგენდარული ბელგიელი დიზაინერი მარტინ მარჯიელა გახდა. უახლოეს წარსულში კონკურსზე თანამედროვე მოდის ისეთ აქტუალურ სახელებს აქვთ პრიზი მოპოვებული, როგორებიც არიან: Botter, Y/Project და მარინ სერი. წლების განმავლობაში გამარჯვებულებს შორის ასევე იყვნენ: Lemaire, ენტონი ვაკარელო და ჯერემი სკოტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები