ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ვალტერ ბენიამინის – „რჩეული ესეები“

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ქართულ ენაზე ითარგმნა და  გამომცემლობის „არილი“  მიერ გამოიცა ვალტერ ბენიამინის – „რჩეული ესეები“.

მთარგმნელი: ანი ცქიტიშვილი

ვალტერ ბენიამინი, (1892-1940) დაბადებული ბერლინში, ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოსოფოსი და ლიტერატურის კრიტიკოსი. მისი შრომები: »გერმანული ტრაგედიის სათავე« (1925), »ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში« (1935-36) და დაუსრულებელი »პასაჟების ნაშრომი« (მუშაობდა 1927-დან) თანამედროვე ჰუმანიტარული მეცნიერებების მრავალ აქტუალურ საკითხზე მსჯელობისას სახელმძღვანელო ტექსტებს წარმოადგენს. თანამშრომლობდა მარქსიზმის განახლებაზე მომუშავე ფრანკფურტის »სოციალური კვლევის ინსტიტუტთან«; იყო თეოდორ ვ.ადორნოს, ბერტოლტ ბრეხტისა და გერშომ შოლემის მეგობარი, თარგმნა მარსელ პრუსტი. 1933 წელს ნაციონალ-სოციალისტების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ ებრაული წარმოშობის ბენიამინი აიძულა გერმანიიდან გაქცეულიყო. 1940 წლის 26 სექტემბერს ესპანეთ-საფრანგეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას ნაცისტებთან ტყვედ ჩავარდნის ასაცდენად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები