9 ოქრო 10 შესაძლებლიდან – თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ტრიუმფი რუმინეთში

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ კლუჟში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – იოან მურესანის მემორიალზე საოცარი შედეგი აჩვენა. შეჯიბრებაში, რომელშიც საქართველოს ნაკრების გარდა მონაწილეობას რუმინეთის, მოლდოვას, იტალიის, ბრიტანეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის ნაკრებები იღებდნენ, ქართული გუნდი თვრამეტი მოჭიდავით გამოვიდა და თვრამეტივემ მედალი მოიპოვა.

გუშინ დარჩენილ ოთხ წონაში შეივსო საპრიზო სამეულები და ოთხივეში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე საქართველოს ნაკრების წევრები ავიდნენ.

ჩემპიონები გახდნენ: საბა მინდიაშვილი (41 კგ), გიორგი სიჭინავა (48 კგ), ვალერი შუბითიძე (57 კგ) და რატი რევაზაშვილი (68 კგ). 41 და 48 კილოგრამ წონით კატეგორიებში სულაც ქართული ფინალები შედგა და ვერცხლის მედლებს ლუკა პაპიაშვილი (41 კგ) და თემურ თუთარაშვილი (48 კგ) დაეუფლნენ. დაჩი ფილიშვილი (57 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

საქართველოს ნაკრებმა სულ 9 ოქროს, 3 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში დიდი უპირატესობით გახდა ჩემპიონი.

ერთი დღით ადრე მედლები მოიპოვეს:

ოქროს მედლები: ზურაბ დოთიაშვილი (38 კგ), დავით მძევაშვილი (44 კგ), იოანე სხილაძე (52 კგ), რომან ჯიბუხაია (62 კგ) და დავით გორგაძე (75 კგ).

ვერცხლი – ლუკა შარიქაძე (85 კგ)

ბრინჯაოები: გიორგი ქარელი (38 კგ), დაჩი ბარბაქაძე (44 კგ), ზურაბ გიგუაშვილი (75 კგ) და საბა პაპაშვილი (85 კგ).

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები რუმინეთში მწვრთნელებმა ჯონი ლორიამ, კახა დობორჯგინიძემ და ზვიად გვილავამ და ექიმ-რეაბილიტოლოგმა ბესო ქალდანმა ჩაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები