ახმეტელის თეატრი ესპანეთში, საერთაშორისო ფესტივალზე სპექტაკლს წარმოადგენს

რამდენიმე საათში ესპანეთში, ქალაქ სანტანდერში ოფიციალურად გაიხსნება მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი მსოფლიო პრემიერით  “ვიღაც სხვა”. პრემიერას თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრი წარმოადგენს. პიესის ავტორი – ანჟელინა როშკა; დადგმის ხელმძღვანელი – ირაკლი გოგია, რეჟისორი – გიორგი ყაულაშვილი, მსახიობი – ჯორჯი დვალიშვილი.

სპექტაკლის შესახებ:

დაფუძნებულია რეალურ ამბავზე

ეს არის ამბავი ოჯახურ სითბოს მოკლებული  ფრედერიკ პიერ ბურდინის შესახებ, სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ადამიანებად გარდაქმნის წარმოუდგენელი უნარის გამო, ფრედერიკ პიერ ბურდინს მეტსახელად “ნანტის ქამელეონი” შეარქვეს. ათი წლის განმავლობაში მას მრავალი განსხვავებული ნიღაბი ჰქონდა მორგებული, ცხოვრობდა თხუთმეტზე მეტ ქვეყანაში და საუბრობდა ხუთ ენაზე.

1994 წლის 13 ივნისს, სან-ანტონიოში, 13 წლის  ნიკოლას ბარკლი გაუჩინარდა, 23 წლის პიერ  ბურდენს არ გასჭირვებია პოლიციის და რაც მთავარია დაკარგული მოზარდის ოჯახის დარწმუნება, მან ნიკოლასის როლი მოირგო.  თუმცა, მთავარ მიზანს ვერ მიაღწია. ნიკოლასის დედა ერიდებოდა და უცნაურად იქცეოდა. ფრედერიკ პიერ ბურდენი ოჯახურ გამოძიებას აწარმოებს – ვინ არის იგი? ვიღაც სხვა… ნიღაბს მიღმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები