ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლაში ამერიკელი მეცნიერის საულ ანტონის სემინარი ტარდება

22-26 აპრილს, 16:00-19:00 საათზე, ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლაში – VA[A]DS ტარდება ამერიკელი მეცნიერის საულ ანტონის სემინარი.

სემინარის თემა არის “ნანგრევების პოეტიკა: ძალადობა, სურათი, არქივები.”

სემინარი იწყება მე-17 და მე-18 საუკუნის არტეფაქტებისა და ნანგრევის მნიშვნელობისა და 1793 წელს მათ მიერ პირველი ეროვნული მუზეუმის ლუვრის დაარსებაზე გაწეული ზეგავლენის მიმოხილვით. ამის შემდეგ ნანგრევების თემა მე-20 და 21-ე საუკუნეების ფოტოგრაფიას, კინოს, თანამედროვე ხელოვნებასა და მედიასაც მოიცავს და ისეთ საკითხებს შეეხება, როგორებიცაა: როგორ და რატომ ვითარდება თანამედროვე ხელოვნება და კულტურა “ნანგრევების პოეტიკის” სახით? რატომ ექცევა დესტრუქცია მისი ყურადღების ცენტრში? როგორ უწყობენ ნგრევა და ნანგრევები ხელს “არქივის” როგორც თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ მთავარი თემის ჩამოყალიბებას?

საულ ანტონი არის ამერიკელი მეცნიერი და ნიუ იორკის პრატის ინსტიტუტის მედიისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. ის ხშირად აქვეყნებს ესეებს ისეთ ჟურნალებში როგორებიცაა Artforum, Frieze და Afterall-ი. საულ ანტონი იყო წიგნის Roxy Paine: Dioramas (Skira, 2021) რედაქტორი და წიგნების Lee Friedlander: The Little Screens (Afterall/MIT Press, 2015) და Warhol’s Dream (JRP Ringier/les presses du reel, 2007) ავტორი. წარსულში ის იყო ჟურნალების Artforum, Bomb, და Cabinet-ის რედაქტორი. ამჟამად, მუშაობს წიგნზე, რომელიც შეეხება სუვერენობასა და ნანგრევების პოეტიკას ფრანგულ განმანათლებლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები