საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრები ნიუ-იორკიდან ექვსი მედლით დაბრუნდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრები ნიუ-იორკში გამართული ტრადიციული საერთაშორისო ტურნირიდან ექვსი მედლით დაბრუნდა.

ტრადიციული პრესტიჟული შეჯიბრება 19-წლამდელთა შორის გაიმართა და ქართველ ჭაბუკებს თავისზე უფროსებთან მოუხდათ ბრძოლა.

სანდრო ყურაშვილმა (92 კგ) შეჯიბრება დაუმარცხებლად ჩაამთავრა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. მათე ცინაძემ (54 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. თენგო ბარბაქაძემ (65 კგ), ნოდარ თევზაძემ (75 კგ), ლევან გოგიაშვილმა (80 კგ) და ვაჩე აბრამიშვილმა (92 კგ) – ბრინჯაოები.

ტურნირში მონაწილეობა ათი ქვეყნის ნაკრებმა მიიღო. ამერიკის შეერთებული შტატები კი სამასამდე სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრების დაწყებამდე, ოკლაჰომაში, ბროქენ ეროუს კლუბთან ერთად გამართულ ერთობლივ საწვრთნელ შეკრებაში მიიღო მონაწილეობა. გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელებმა ვანო ყვარელაშვილმა და მალხაზ ჯორბენაძემ ჩაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები