ისტორიაში პირველად – ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია

ქართველი ფიგურული მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ფინეთის ქალაქ ესპოში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ახალგაზრდა სპორტსმენმა მოკლე პროგრამაში მოახერხა მცირე ოქროს მედლის მოპოვება. გუშინდელ ასპარეზობაში კი ქართველმა მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში 130.10 ქულა მოაგროვა და 199.91 ქულით ევროპის ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ანასტასია გუბანოვამ ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

“კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე და გამორჩეული  მოვლენა, რომელიც ოქროს ასოებით  ჩაიწერება ქართული სპორტის ზამთრის სახეობების ისტორიაში. ქართველ მოციგურავეთა  წარმატებების საგანძურს ყველაზე ძვირფასი, ევროპის ოქროს მედალი შეემატა და ეს  ყველაფერი ისევ პირველად… ჩვენი  საქართველოსათვის… ფინეთის “ესპო მეტრო  არენას” ყინულის  დარბაზში ქართული დროშის ფონზე, ქართული ეროვნული ჰიმნის ქვეშ თვალცრემლიანი ანასტასია გუბანოვას  გვერდით, მისი  ფედერაცია, ერთგული ქართველი  გულშემატკივარი და დარბაზში მის მხარდასაჭერად მოსული ქართული დიასპორა კიდევ დიდხანს იამაყებს ამ გამარჯვებით”, – ნათქვამია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები