OPERA AMERICA PERFORMANCE CENTER-ში ქეთევან ბადრიძე და მერაბ ებრალიძე კონცერტს გამართავენ

28 იანვარს, საღამოს რვის ნახევარზე, OPERA AMERICA PERFORMANCE CENTER-ში, ორგანიზაცია „Make Way For The New Generation“-ის მოწვევით, სოლო კონცერტს გამართავს ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან ბადრიძე.

პირველ განყოფილებაში ქეთევან ბადრიძე ჰაიდნის, შუბერტის, ლისტის  და შოპენის სოლო რეპერტუარს შეასრულებს.

მეორე განყოფილებაში ქეთევანი თავის მასპინძელთან ერთად – ამერიკაში მოღვაწე ქართველ პიანისტ და ორგანიზაცია “MAKE WAY FOR THE NEW GENERATION”- ის დამაარსებელ მერაბ ებრალიძესთან ერთად  წარდგება მაყურებლის წინაშე. ისინი ოთხ ხელში შეასრულებენ ისეთი ცნობილი კომპოზიტორების კლასიკურ ჰიტებს, როგორებიც არიან: მოცარტი, ბრამსი, დვორჟაკი, პიაცოლა, რახმნინოვი, აზარაშვილი და კულიევი.

„დიდი პატივია ჩემთვის ქეთევანთან ერთად სცენაზე  დუეტების შესრულება! ❤ ვისაც გიყვართ კლასიკური მუსიკა და გინდათ ეზიაროთ მაღალი კლასის საშემსრულებლო დონეს, მობრძანდით და ისიამოვნეთ!!!

ჩვენ გპირდებით კლასიკური მუსიკის დაუვიწყარ საღამოს!“ – განაცხადა მერაბ ებრალიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები