ბრიტანელი მუსიკოსი ნიკ ჰაკსი ონლაინ ლექციას ჩაატარებს

31 იანვარს, 18:00 საათზე, თსკ-ის სტუდენტის თამარ ჩიკვაიძის ორგანიზატორობით და  საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ბრიტანელი მუსიკოსი ნიკ ჰაკსი ონლაინ ლექციას ჩაატარებს.

მისი ლექცია შეეხება თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიაში გზის გაკვალვას. ნიკ ჰაკსი გაგვიზიარებს ელექტრონული მუსიკის წამყვან არტისტებთან თანამაშრომლობისას მიღებულ ცოდნას.

შეხვედრა გაგრძელდება 60 წუთი და დასრულდება კითხვა-პასუხის სესიით.

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე არტისტ-მენეჯერი, მუსიკალური გამომცემელი, დიჯეი, პროდიუსერი, XL Recordings-ისა და Positiva Records-ის დამფუძნებელი ნ. ჰაკსი ისაუბრებს თავის 30 წლიან წარმატებულ კარიერაზე და იმაზე, თუ როგორ გამოიყენა თავისი შესაძლებლობები სტუდენტობის წლებში. ის განსაკუთრებით ცნობილია მსოფლიოში პოპულარულ ჯგუფ The Prodigy-სთან თანამშრომლობითა და მის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილით. ის დღემდე ამ ჯგუფის მენეჯერია.

იგი ასევე წარმატებული პოდკასტების სერიის (Trailblazers: Electronic Pioneers) თანაწამყვანი და თანაპროდიუსერია.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები