ქართული ჩაი ჩეხეთში გაიყიდება

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამის ფარგლებში, ქართული ჩაი „გამარჯობა“ ჩეხეთის სუპერმარკეტების ქსელში – OXALIS გაიყიდება.

„გამარჯობა“ 1993 წლიდან სხვადასხვა სახელწოდებით აწარმოებს ჩაის. კომპანიის დამფუძნებლებისთვის გურული ჩაის კულტივაცია ოჯახური ტრადიციაა, რომელიც პროფესიულ დონეზე ჩაის სამშობლოში, ჩინეთში შეისწავლეს. ჩინეთში ჩაის ახალ ჯიშებს, სახეობებსა და ტექნოლოგიებს გაეცნენ, საქართველოში დაბრუნებულებმა კი შექმნეს ,,გამარჯობა“, რომლისთვისაც ნედლეულს გურიის მთიან, პესტიციდებისგან სრულიად სუფთა ზონიდან, ადგილობრივი ფერმერების დახმარებით იღებენ.

 „გამარჯობა“ მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხის შავ, თეთრ, დაძველების მეთოდით შექმნილ ჩაისა და ხელნაკეთ ჩაის სთავაზობს. ჩაის ფოთლებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით დაადგინეს, რომ ქართული ჩაი ბუნებრივად ითვისებს ვარდის, აკაციის და თაფლის სურნელს, რაც ქართულ ჩაის განასხვავებს სხვა ქვეყნების ჩაისგან. ამ პროდუქციასთან ერთად ჩეხეთში უკვე გაყიდვაშია მათი ჩაის ნაყენზე დამზადებული ალკოჰოლური სასმელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები