ანსამბლმა “ნანილამ” კიდევ ერთი ზღაპრული კონცერტი აჩუქა ქართველ და იტალიელ მაყურებელს

ქ.ფლორენციის წმიდა ნინოს სახელობის სამრევლოსთან არსებული ფოლკლორისა და ცეკვის ანსამბლმა “ნანილამ” კიდევ ერთი ზღაპრული კონცერტი აჩუქა ქართველ და იტალიელ მაყურებელს. ანსამბლი, რომლის არსებობა უკვე 9 წელს ითვლის და თავისი არსებობის განმავლობაში, იტალიას აქტიურად აცნობს ქართულ კულტურას და ტრადიციებს. ინფორმაციას ქართველი ემიგრანტი ჟურნალისტი ქეთი ნოგიევა ავრცელებს.

„ეს გახლავთ ემიგრანტებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომლებიც არ იშურებენ ძალებს, რომ საკუთარი თავის მაქსიმუმი აჩვენონ და დაატკბონ მაყურებელი ქართული ფოლკლორული ჰანგებით და დაამშვენონ სცენა ნაციონალური ცეკვებით.

ემოციური და საამაყოა თითოეული ემიგრანტისთვის, მათი წარმატება და შეუფასებელი შრომა, რომელსაც არ იშურებენ თითოეული ღონისძიებისთვის .

ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრის სულისჩამდგმელ მამა ანდრია ლაცაბიძეს, წმ.ნინოს ტაძრის წინამძღვარს. ქორეოგრაფ რიტა სიმსივეს, ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელს მაია სიმონიშვილს და ანსამბლის ყველა მონაწილეს თავდაუზოგავი შრომისთვის“, – წერს ქეთი ნოგიევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები