ნინო ხარატიშვილი კარლ ცუკმაიერის სახელობის მედლით დააჯილდოვეს

მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორი ნინო ხარატიშვილი გერმანიის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მხარის ლიტერატურული პრემიით, კარლ ცუკმაიერის სახელობის მედლით დააჯილდოვეს. ინფორმაციას ავრცელებს გერმანიის საელჩო საქართველოში.

მას, დღეს, ქ. მაინცში მედალს ფედერალური მხარის პრემიერ მინისტრი, ქალბატონი მალუ დრაიერი გადასცემს.

აღნიშნული მედალი 1979 წელს მწერლისა და დრამატურგის, კარლ ცუკმაიერის ხსოვნის პატივსაცემად დაწესდა და გაიცემა „გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვისადმი დამსახურებისათვის“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები