“ჩვენებურების ორღობეებში წამოკრეფილი ,,სიყვარულები” მოვჭუჭკე…” – ნიაზ ზოსიძის ,,ნ ა ჭ უ ჭ კ ი”

უფრო მთიანი აჭარის სოფლების და თურქეთის ჩვენებურების ორღობეებში წამოკრეფილი ,,სიყვარულებიმოვჭუჭკესრულყოფილების პრეტენზია, რა თქმა უნდა, არ გვაქვსნიაზ ზოსიძის  ,,ნ ა ჭ უ ჭ კ ი”

სიყვარული ქალის და კაცის გულების გადაბმაა…

სიყვარული სიმარტოვისგან გაქცევაა..

სიყვარული ღმერთისკენ მიმავალი გზაა…

ვინც უსიყვარულოდ კვდება, ის ყველაზე ცოდვაა…

სიყვარული შველას ითხოვს…

სიყვარული დღეღამ ძებნაა…

სიყვარული თავის ტკივილია…

სიყვარული თუ შეგიძლია, არ დაბერდები…

სიყვარული სიკვდილსაც ამარცხებს…

სიყვარულს ღამე უყვარს…

სიყვარული დღემუდამ თუ არ გაათბე, გაცივდება…

სიყვარული აბლაყვებს და აშტერებს…

სიყვარულზე დიდი დარდი ღმერთს არ მოუგონია…

სიყვარული ბოროტების მტერია…

სიყვარულმა გულის პრანჭვა იცის…

სიყვარული არ იზომება…

სიყვარულს მოთმინება უყვარს…

სიყვარული გულში ისე დეიბუჯრებს, ვერ მიხვდები…

სიყვარულზე ბევრს ტარტალებ, არ გყვარებია და ეგ არიო…

სიყვარულს ბევრი ლაპარაკი და ჰელესა-მელესა არ უხდება…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები