“მეტი მზე და პური მსოფლიოს” – ნიუ-იორკში თეკლა მელაძის გამოფენა გაიმართება

ნიუ-იორკში თეკლა მელაძის გამოფენა ” მეტი მზე და პური მსოფლიოს” გაიმართება.

„მთელი მსოფლიოს მთავარი გამოწვევებია, გაჭირვება და შიმშილი. მზე არის სითბო და სინათლე, რომელიც აქვს ყველას ვისაც აქვს სახლი. პური – მთავარი იარაღი შიმშილის წინააღმდეგ.

გამოფენაზე წარმოდგენილ  ნამუშევრებში არის ბევრი მზე,  პური, სხვა საკვები,  ერთი ფერადკანიანი ბავშვი, რომელიც არის აფრიკიდან, სადაც ყველაზე მეტად მძვინვარებს შიმშილი და ბუდე – სახლი, რომელიც უნდა ჰქონდეს ყველას.

უსახლკარობის და შიმშილის მთავარი მიზეზი არის ომი, რომელიც იწვევს ნგრევას და ანადგურებს ყველაფერს.  ამ პრობლემის მოგვარება  არის ჩემი ოცნება, რომელიც მჯერა, რომ მხოლოდ ჯერჯერობით არის  ოცნება  და მალე ამისრულდება – ეს არის მშვიდობიანი  მსოფლიო, მეტი მზით და პურით – მსოფლიო ომის, გაჭირვების და შიმშილის გარეშე“, – განაცხადა თეკლა მელაძემ.

ნიუ იორკში გამოფენა სამ, სხვადასხვა ადგილზე გაიმართება:

  • On the Fringe Gallery – 3-4 დეკემბერი (80 W. Broadway, New York, NY 10007)
  • ქართული კულტურის ცენტრი Dancing Crane Company – Georgian Cultural Center – 8 დეკემბერი ( 302 Kings Hwy, Brooklyn, NY, United States, New York)
  • Merkin Hall Kaufman Music Center – 11 დეკემბერი ( 129 W 67th St, New York, NY 10023)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები