გამოფენაზე „RAW Wine” საკუთარი ღვინოები ქართული ქვევრის ღვინის 18 მარანმა წარადგინა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე „RAW Wine  Berlin” ქართული მცირე მარნების ღვინოები იყო წარმოდგენილი

ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზე „RAW Wine”, ქართული ქვევრის ღვინის 18 მარანმა წარადგინა საკუთარი ღვინოები. ეს იყო “RAW Wine Berlin”-ზე ქართული ქვევრის ღვინის ყველაზე მასშტაბური წარდგენა, რაც მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის და პოტენციური იმპორტიორების მოძიების მიმართულებით, რაც, შედეგად, ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა.

„RAW Wine”  (The Artisan Wine Fair) ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ღვინის ცნობილი ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები