საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდი ევროპის ჩემპიონია

პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში,  გუნდურ შეჯიბრში, ხმლით ფარიკაობაში, ჩვენმა ნაკრებმა ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილის და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით, ნახევარფინალში იტალიის ნაკრები დაამარცხა 45:23, ფინალურ ბრძოლაში უკრაინის ნაკრებს მოუგო ანგარიშით 45:42, პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედლის მფლობელი  გახდა.

ქართველი პარამოფარიკავეები განაგრძობენ ასპარეზობას პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე და კვლავ მაღალი სინჯის მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები