ანა ჩუბინიძის ანიმაციურ ფილმს ბარსელონაში El Meu Primer Festival-ზე ჯილდო გადაეცა

ანა ჩუბინიძის ანიმაციურ ფილმს – “ფრენცის სასადილო” ბარსელონაში El Meu Primer Festival-ზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციის ჯილდო გადაეცა.

ფესტივალის ჟიურიმ განსაკუთრებით აღნიშნა ფილმის ორიგინალური სცენარი, პერსონაჟების ხასიათი და იუმორის გრძნობა.

უცხოპლანეტელი მზარეული ფრენცი ანა ჩუბინიძის ანიმაციური ფილმის გმირია, რომელსაც არაერთ ქვეყანაში იცნობენ. ქართული ანიმაცია “ფენცის სასადილო” უკვე 50-ამდე კინოფესტივალზე აჩვენეს და ეს უკვე მისი მეთხუთმეტე საერთაშორისო ჯილდოა.

ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით არის შექმნილი და იგი საქართველო-საფრანგეთის კოპროდუქციაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები