ნინა თიბილაშვილი ვარშავის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ვარშავის ევროპის ჩემპიონატზე ხმლით ფარიკაობაში მეორე ადგილი დაიკავა. მან ოთხეულში შესასვლელი ბრძოლა ფრანგ ბიანა ვიდესს ანგარიშით 15:12 მოუგო, ნახევარფინალში უნგრელი ევა ჰაჯმასი დაამარაცხა 15:7, ფინალში კი პოლონელ კინგ დროჟთან  შეხვედრისას,  მსაჯის გადაწყვეტილებით, არაერთგზის მიიღო წითელი ბარათი, რამაც  მოწინააღმდეგეს ავტომატურად მოუმატა ქულები და ასპარეზობა პოლონელი პარამოფარიკავეს სასარგებლოდ დასრულდა. ნინა თიბილაშვილი მეორე ადგილს დასჯერდა.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები განაგრძობს ასპარეზობას პოლონეთის ევროპის ჩემპიონატზე. დღეს ჩვენი გოგონები ხმლით ფარიკაობაში გუნდურ შეჯიბრში იბრძოლებენ მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები