თბილისის მე-23 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში – “დამზადებულია გერმანიაში”

4 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და ფესტივალის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ფესტივალის ერთ-ერთ ტრადიციულ ნაწილად იქცა სექცია “დამზადებულია გერმანიაში”, რომელშიც უახლეს გერმანულ კინოპროდუქციაა წარმოდგენილი. წარმატებული და საინტერესო ფილმების ჩვენებით გოეთეს ინსტიტუტი ცდილობს ქართველ მაყურებელს გერმანული კინოს უახლესი ტენდენციები გააცნოს.

„წლევანდელ პროგრამას გახსნის ალისე აგნესკირხნერი დოკუმენტური ფილმი ერიკა და ულრიხ გრეგორებზე “წამოდი ჩემთან კინოში – გრეგორები”. ეს არის ფილმი არა მარტო სიყვარულსა და კინოზე, არამედ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაზეც.

როგორც გერანული კოპროდუქცია პროგრამაში წარმოდგენილია ცნობილი ავსტრიელი რეჟისორის, ულრიხ ზაიდლის ახალი ორი ფილმი “რიმინი” და “სპარტა”. ფესტივალისა და გოეთეს ინსტიტუტის მოწვევით რეჟისორი ეწვევა ფესტივალს და თავად წარადგენს ფილმებს. ჩვენების შედეგ კი უპასუხებს მაყურებლის შეკითხვებს.

ედვარდ ბერგერის “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” გერმანელი მწერლის, ერიხ მარია რემარკის 1929 წელს დაწერილი ცნობილი ანტისაომარი რომანის პირველი გერმანული ეკრანიზაციაა. ფილმი წარდგენილია 2023 წლის ოსკარის ნომინაციაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

ანდრეას დრეზენის “რაბიე ქურნაზი ჯორჯ. უ. ბუშის წინააღმდეგ” გერმანულ-ფრანგული დრამაა, რომლის მსოფლიო პრემიერაც 2022 წლის თებერვალში ბერლინაზელე შედგა. ფილმი მოგვითხრობს გუანტანამოს ციხის პატიმარ მურატ ქურნაზისა და დედამისის სამართლებრივი დავის შესახებ შვილის გასანთავისუფლებად”, – ნათქვამია გოეთეს ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები