ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს

ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონი ნინო ქორიძე გახდა, ხოლო წყვილთა შორის გამართულ შეჯიბრებაში მარიამ რაგიმოვმა და ანანო აფაქიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები