ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ, მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის!

იტალიის ქალაქ ასისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სენიორ-მოჭადრაკეთა შორის ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ, ნონა გაფრინდაშვილმა მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის! აღსანიშნავია, რომ ჩვენი ლეგენდა ასევე თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში.

სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონმა სოფიკო ტერელაძემ პირველობა გაინაწილა 50+ მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა შორის! სამწუხაროდ დამატებითი მაჩვენებლების გამო სოფოს ვერცხლის მედალი ერგო. თუმცა, აღსანიშნავია რომ მთელი ჩემპიონატის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო და უძლიერეს მეტოქეებთან უწევდა ასპარეზობა!

ასევე, ზურაბ სტურუამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა სენიორ (+50) მოჭადრაკეთა შორის! აღსანიშნავია, რომ ქართველი მოჭადრაკე ერთხელ უკვე იყო მსოფლიო ჩემპიონი სენიორთა შორის!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები