იტალიაში ნათია ჯაფარიძის ნამუშევართა გამოფენა “ურბანული არქეოლოგია – მესამე ბუნება” გაიმართა

იტალიაში, საქართველოს საელჩოში, ქართველი ხელოვანის, ნათია ჯაფარიძის ნამუშევართა გამოფენა “ურბანული არქეოლოგია – მესამე ბუნება” გაიმართა, რომლის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ და იტალიელმა ხელოვნებათმცოდნემ, დუჩო ტრომბატორიმ მიმართეს. ინფორმაციას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები დამთვალიერებლებს მდინარე ტიბროსის გასწვრივ მდებარე რომაული პერიფერიის სურათს წარმოადგენენ, სადაც ინდუსტრიული გარემო მეტროპოლური ტრანსფორმაციისგან  ჯერ კიდევ ხელუხლებელ, ანტიკური ტიპის ელემენტებს ერწყმის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები