ჟურნალი „ITB Berlin“-ი საქართველოს შესახებ წერს

„2023 წელს საქართველოში სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება“ – ამ სათაურით ტურისტული გამოფენის – ITB Berlin ჟურნალი სტატიას აქვეყნებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ონლაინგამოცემა მკითხველს საქართველოს ზამთრის კურორტებს აცნობს.

„საქართველოს თოვლით დაფარული მთები 1200 კილომეტრზეა გადაჭიმული. მთები ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრეა უძველეს კულტურასთან, გემრიელ კერძებთან, ღვინის მომზადების ტრადიციასა და სტუმარმასპინძლობასთან ერთად. მოგზაურებს საქართველოში, სამთო კურორტებზე ძალიან მაგარი თავგადასავლების მოწყობა შეუძლიათ. გუდაურსა და ბაკურიანში ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განახლდა. სულ ახალი კურორტებია გოდერძი და მესტია“, – წერს ITB Berlin.

ITB Berlin-ის ჟურნალის ცნობით, საქართველო 2023 წელს, ბერლინში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ITB Berlin“ მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები