მირიან ხუხუნაიშვილი სადირიჟორო აკადემიის გამარჯვებულია

ციურიხში, ყოველწლიურად, დირიჟორის პაავო იარვის ხელმძღვანელობით  ტონჰალეს დარბაზში, სადირიჟორო აკადემია ეწყობა. აკადემიის ორგანიზატორი ციურიხის ტონჰალეს ორკესტრია.

ყოველწლიურად აკადემია 6 დირიჟორს ირჩევს, რომელთაც საშუალება ეძლევათ, 4 დღის განმავლობაში ტონჰალეს ორკესტრთან იმუშაონ. რეპეტიციები მაესტრო იარვის მენტორობით ტარდება და ონლაინ პლატფორმებზე პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

წელს, ახალგაზრდა ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი ციურიხში სადირიჟორო აკადემიის გამარჯვებული გახდა.

წესების თანახმად, კონცერტის შემდეგ ხმის მიცემის პროცესი იწყება, რომლითაც აუდიტორიის რჩეული ვლინდება. პარალელურად კი მაესტრო პაავო იარვი თავის რჩეულს ასახელებს.

წელს ორივე ჯილდო ქართველ დირიჟორს ერგო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აკადემიის ორი პრიზი – პაავო იარვისა და აუდიტორიის პრიზი – ერთმა მონაწილემ მიიღო.

გამარჯვების შემდეგ მირიან ხუხუნაიშვილმა ტონჰალეს ორკესტრთან ერთად შტრაუსის ვალსი „ვარდები სამხრეთიდან” შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები