მთიან აჭარას კიდევ ერთი ულამაზესი საპიკნიკე ზონა შეემატა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთიან აჭარას კიდევ ერთი ულამაზესი საპიკნიკე ზონა შეემატა – ნაკონაღვარი მთა, სადაც ფანჩატური, საქანელები, საკოცონე და საკემპინგე სივრცეა მოწყობილი, ბათუმიდან 2 საათის სავალზე მდებარეობს.

საპიკნიკედან ტურისტებს მერისის ხეობის ულამაზესი ხედებით შეუძლიათ დატკბნენ, გზად კი მერისის ჩანჩქერსა და ადგილობრივი ფოლკლორით გატაცებულ საოჯახო სასტუმრო სახლებს ესტუმრონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები