ბულგარეთის საერთაშორისო გამოფენაში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაც მონაწილეობდა

ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, კირილესა და მეთოდეს სახელობის ბულგარეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო გამოფენა „ფერებისა და ტრადიციების სიმდიდრე“ გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაც მონაწილეობდა.

გამოფენაზე ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებისა და ელექტრონული ბაზების შესახებ პრეზენტაცია საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის თანამშრომელმა ქეთი თომაძემ წარმოადგინა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილ ქართულ სტენდზე გამოფენილი იყო ფოტომასალა (ასლები) ბიბლიოთეკის ფონდებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები