საქართველოს საელჩომ კონფერენცია “Globalize UK“ მონაწილეებს უმასპინძლა

17  ნოემბერს, საქართველოს საელჩომ უმასპინძლა კონფერენცია “Globalize UK“ მონაწილეებს, ქართველ სტარტაპებს, მეწარმეებს, ბრიტანეთში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც აღნიშნულ სფეროებში მოღვაწეობენ, ასევე ინვესტორებსა და სავაჭრო ორგანიზაციებს. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში.

ღონისძიება გაიმართა ქართული სტარტაპების და მეწარმეების მხარდასაჭერად, მათი ბრიტანულ კომპანიებთან კავშირების დამყარების მიზნით, რაც ქართულ სტარტაპებს მსოფლიო ბაზარზე გაფართოებასა და დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს ქართველმა პიანისტმა, ქეთევან ასათაშვილი-უარდმა და ბრიტანელმა პიანისტმა ოლივერ პულმა. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები