მადრიდში ქართულ საკვირაო სკოლაში საშემოდგომო დღესასწაული გაიმართა

29 ოქტომბერს ქ. მადრიდში ქართულ საკვირაო სკოლა „ბეღურაში“ საშემოდგომო დღესასწაული გაიმართა. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ესპანეთში.

სკოლის აღსაზრდელებმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული თეატრალური წარმოდგენა, ქართული ეროვნული საცეკვაოს ნომრები. გაჟღერდა ქართული პოეზია და საბავშვო-საესტრადო სიმღერები.

ღონისძიების მსვლელობისას გაიმართა ტრადიციული საშემოდგომო რიტუალი მოსავლის აღებასთან დაკავშირებით, სადაც როგორც სკოლის მოწაფეებს, ასევე დამსწრე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ თავად დაემზადებინათ ქართული ტრადიციული ნუგბარი – ჩურჩხელა და დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულოს კერძები.

„აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდა ელჩი ნატალი ჩხიტუნიძე და ესპანეთის სხვადასხვა სასწავლებლების ქართველი სტუდენტები, რომლებმაც დაასაჩუქრეს საკვირაო სკოლა „ბეღურას“ მოწაფეები.

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში მადლობას უხდის სკოლის დირექტორს ქალბატონ თეა ქურხულს და სკოლის სამხატვრო ხელმღვანელს ალექსანდრე ყუფარაძეს აღნიშნული ღონისძიების მომზადებისათვის და წარმატებებს უსურვებს საკვირაო სკოლას მის შემდგომ საქმიანობაში“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები