ჭიათურა ტურისტულ ფესტივალს უმასპინძლებს

16-18 სექტემბერს ჭიათურა ტურისტულ ფესტივალს „მოდი ჭიათურის ტურისტულ ფესტივალზე და მოიწყვე დაუვიწყარი თავგადასავალი“ უმასპინძლებს. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ტურისტული ბანაკი, ნაოსნობა, ველოტური, სპელეოტურიზმი;​ მეკლდეურობა და ვია ფერატას შოუ.

ჭიათურის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება კერძები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს TAMADA და Loudspeakers.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები