“გემო-ფესტი” რაჭაში

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით რაჭა ორი დღის განმავლობაში გასტრონომიულ ფესტივალს მასპინძლობდა.

ადგილობრივ და რაჭაში ჩასულ დამსვენებლებს, საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ახალი რაჭული და ლეჩხუმური კერძები. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო   ადგილობრივი ღვინო, სამეწარმეო ბაზარი და გასართობი სივრცეები.

“გემო – ფესტი” მუსიკალურად გააფორმა Bedford Falls-მა და Killages-მა.

”გემო ფესტი“  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  ახალი პროექტია, რომელიც  წელს პირველად რაჭაში ჩატარდა, თუმცა ის ყოველწლიურად გაიმართება მთელი საქართველოს მასშტაბით.

ფესტივალი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების  (GIZ) მხარდაჭერით ჩატარდა.

”გემო – ფესტის” ორგანიზებაში მონაწილეობდნენ შეფები : ლუკა ნაჭყებია, მიშა ავსაჯანიშვილი, ირინა ელიოზიშვილი, ავთანდილ ცეცხლაძე, ლუკა კაპანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები