ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვა

სარაევოში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი მედალი მოიპოვა.

ლუკა ჯავახიშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება და ფინალამდე გაიკვალა გზა. დაამარცხა ლიეტუველი, თურქი, კანადელი და ნიდერლანდელი თანატოლები, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში იპონით დამარცხდა  იაპონელ კეიტო ნიჰარასთან და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი მიშველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები