უპრეცენდენტო პროექტი „GET LOST WIZZAIR“ იმერეთში

26-28 აგვისტოს ქუთაისი არაბეთის გაერთიანებული საემიროდან ჩამოსულ 100 საერთაშორისო მედიაწარმომადგენელს, ბლოგერსა და ინფლუენსერს (მეწყვილეებთან ერთად) უმასპინძლებს, რომლებიც რეგიონის ღირსშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იმერულ მარნებსა და გასტროსახლებს ესტუმრებიან.

„GET LOST WIZZAIR“ – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“  ავიაკომპანიის უკვე აპრობირებული პროექტი ითვალისწინებს ინფოტურს, რომლის მონაწილეები გამომგზავრების დასაწყისში არ ფლობენ ინფორმაციას მათი მოგზაურობის დანიშნულების ადგილის შესახებ და პროექტის გამარჯვებულ ქალაქში (ქვეყანაში) მათი ჩასვლა არის სიურპრიზი.

„ქუთაისი ამ პროექტში იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისა – DMO იმერეთისა  და  ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Wizz Air-ის, კერძოდ კი მისი შვილობილი კომპანიის Wizz air abu dhabi-ს  თანამშრომლობის შედეგად ჩაერთო, კონკურენცია გაუწია ევროპის მოწინავე ქალაქებს და მოიპოვა კიდეც პროექტის განხორციელების უფლება.

როგორც ცნობილია,  600 -მდე მსურველიდან შეირა 100 ადამიანი, რომლებიც თავის მეწყვილეებთან ერთად სამი დღის განმავლობაში იმერეთის სტუმრები იქნებიან.

ვიზიტისათვის ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და თანაორგანიზატორობით  DMO იმერეთის მიერ შემუშავდა სპეციალური  სამდღიანი პროგრამა (იხილეთ დანართი).  რომელიც ითვალისწინებს მოკლე დროში მაქსიმალურად გახდეს შესაძლებელი სტუმრებისათვის იმერული განწყობის შექმნა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბური ინფოტური პირველად ხორციელდება საქართველოში. პროექტის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.  იმერეთის შესახებ  სხვადასხვა  ვიდეორგოლების გადაღება, რომელიც ინფორმაციასთან ერთად განთავსდება საერთაშორისო მედია პლატფორმებზე, გაზიარებული იქნება შერჩეული აპლიკანტების სოციალურ ქსელებში, რომელთა ჯამური გამომწერების რაოდენობა დაახლოებით 30 მილიონი ადამიანია“, – ნათქვამია საქართველოს DMO იმერეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეს ზედმიწევნით კრეატიული, კარგად ნაფიქრი, თანამედროვე სტანდარტების პროექტი  ზუსტად არის გათვლილი მოულოდნელობის ეფექტსა და მოგზაურობის მოყვარულთა ემოციებზე და იგი DMO იმერეთის მიერ შემუშავებულ პროგრამასთან ერთად, ახლო აღმოსავლეთში იმერეთის რეგიონის შესახებ ცნობადობის ამაღლებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები