ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

2022 წლის 5-15 ივლისს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 8 უცხოეთის ქვეყანა 9 სპექტაკლით, ხოლო საქართველოდან 15 თეატრი 17 სპექტაკლით.

ფესტივალის მანძილზე, ოზურგეთის თეატრის სამ განსხვავებულ სივრცეში საზოგადოება  ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე,  ასევე ქართველი კლასიკოსი მწერლების (არა დრამატურგების) შემოქმედებაზე შექმნილი 26 სპექტაკლს იხილავს.

XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მიზანი გახლავთ, ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს გარკვეული წვლილი არადრამატურგიული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციების განვითარების საქმეში,  მხარი დაუჭიროს ქართული კლასიკოსი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფას, გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება და ხელი შეუწყოს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას გურიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები