კატარას დრამის თეატრში ქართული კინოს დღეები იმართება

კატარში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და კატარას კულტურულ ფონდთან (Katara) თანამშრომლობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში, კატარას დრამის თეატრში ქართული კინოს დღეები იმართება.

2022 წლის 24 მაისს, ქართული კინოს დღეები ქართველი რეჟისორის – ზაზა ურუშაძის ფილმის „მანდარინების“ ჩვენებით გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრნენ კატარში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ასევე კატარში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

25 მაისს გაიმართა მარიამ ხაჭვანის ფილმის „დედეს” ჩვენება.

ქართული კინოს დღეები 29 მაისს, გიორგი ოვაშვილის ფილმის –  „სიმინდის კუნძულის” ჩვენებით დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები