ქართული მრავალხმიანობის კვლევაში მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერები ჩაერთვებიან

ფოლკლორის ცენტრი იწყებს უპრეცედენტო საერთაშორისო პროექტს ცნობილ ეთნომუსიკოლოგებთან ერთად.

ქართული მრავალხმიანობის კვლევაში მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერები ჩაერთვებიან. პროექტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრთან ერთად განხორციელდება. იდეის ავტორი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძეა.

მოსამზადებელი სამუშაოებისას, შეირჩა მეცნიერთა ჯგუფი, რომელთა შორის არიან:იოსებ ჟორდანია – დოქტორი, მელბურნის უნივერსიტეტის მუსიკის კონსერვატორიის საპატიო წევრი/თანამშრომელი; პოლო ვალეჰო – ეთნომუსიკოსი, პედაგოგი და კომპოზიტორი; პედაგოგიკის პროფესორი ESMRS, მადრიდი; ნინო ციციშვილი – ეთნომუსიკოლოგიის დოქტორი, მელბურნის უნივერსიტეტის მსოფლიო მუსიკის გუნდის დირექტორი; ქეროლაინ ბითელი – ეთნომუსიკოლოგიის დოქტორი, პროფესორი; დიდი ბრიტანეთის მანჩესტერის უნივერსიტეტის, მუსიკის დეპარტამენტის პროფესორი; ანდრეა კუზმიჩი – BAS, BFA, MA, PhD ABD, დამოუკიდებელი მეცნიერი, კანადა, ტორონტო; ფრენკ შერბაუმი – დოქტორი, პოტსდამის უნივერსიტეტის გეომეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი; მეთიუ ნაითი – ეთნომუსიკოლოგიის დოქტორი; მუშაობს მუსიკის მასწავლებლად ვინიპეგის წმინდა ჯეიმს-ასინიბოიას სკოლის განყოფილებაში (კანადა); დოქტორი ჯონ ა გრემი – დამოუკიდებელი მკვლევარი; კარლ ლინიქი – ბარდის კოლეჯის ქართული გუნდის დირექტორი; ფრენკ კეინი – მუსიკის მასწავლებელი (ბელგია);რუსუდან წურწუმია – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კონსერვატორიის ემერიტუს პროფესორი; გიორგი დონაძე – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ანსამბლ „ბასიანის“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი; ნანა მჟავანაძე – ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი;სვიმონ ჯანგულაშვილი -დირიჟორი, საპატრიარქოს გუნდის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; თეონა რუხაძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ასოცირებული პროფესორი; ნინო ნაკაშიძე – ეთნომუსიკოლოგი; თამარ ჩხეიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის პროფესორი; მაკა ხარძიანი – ეთნომუსიკოლოგი, მუსიკოლოგის დოქტორი, ვანო სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთშორისო ცენტრის სპეციალისტი; თამაზ გაბისონია – მუსიკოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ნინო ნანეიშვილი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუსიკოლოგიის მაგისტრი; თეონა ლომსაძე – ვანო სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთშორისო ცენტრის სპეციალისტი, ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; ნინო რაზმაძე – ვანო სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილე; დავით შუღლიაშვილი – მუსიკოლოგიის დოქტორი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მუსიკალური განყოფილების უფროსი; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის ხალხური მუსიკალური შემომედების მიმართულების მიწვეული სპეციალისტი; ანსამბლ „ანჩისხატის “ ხელმძღვანელი; ბაია ჟუჟუნაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების პროგრამის დოქტორანტი, მუსიკოლოგიის მაგისტრი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტი; სოფიკო კოტრიკაძე – ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

პროექტი – ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა – თანამედროვე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები – მოიცავს კვლევას და სამეცნიერო ნაშრომების მომზადებას, რომელსაც ფართო საზოგადოებას წარვუდგენთ ინგლისურენოვანი გამოცემის სახით, ხოლო ქართველ მომხმარებელს საშუალება ექნება მასალას გაეცნოს ქართულ ენაზე ელექტრონულ ფორმატში.

“პროექტის მიზანია – წარმოაჩინოს ქართველი და უცხოელი ეთნომუსიკოლოგების თვალით დანახული ქართული მრავალხმიანობის თანამედროვე მდგომარეობა, მისი სამომავლო პერსპექტივები, შესაძლებლობის შემთხვევაში, შეიმუშაოს გარკვეული რეკომენდაციები და ხელი შეუწყოს, ერთი მხრივ, უნიკალური ქართული პოლიფონიის დაცვისა და ფორმალური გადაცემის ფორმების დახვეწას, მეორე მხრივ, დასახოს გზები მისი არაფორმალური (ოჯახში) გადაცემის წასახალისებლად, აგრეთვე, მის შემოქმედებით განვითარებას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ თანამედროვე ქართულ მულტიიდენტურ საზოგადოებაში ქართულმა მრავალხმიანობამ შეინარჩუნოს ეროვნული იდენტობის სიმბოლოს მნიშვნელობა.კვლევის შედეგებს საზოგადოებას შემოდგომიდან ეტაპობრივად გავაცნობთ” – ნათქვამია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის განცხადებაში.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები