საფინა – ბერულავას წყვილმა ისტორია დაწერა – ოქროს მედალი ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატიდან

ისტორიაში პირველად – საფინა/ბერულავას წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.

ფიგურულ ციგურაობაში ტალინში მიმდინარე სეზონის დამაგვირგვინებელ იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად საქართველოს სპორტულმა წყვილმა უმაღლესი სინჯის ჯილდო მოიპოვა.კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილი, როგორც ერთი დღით ადრე მოკლე პროგრამაში (67.77), თავისუფალშიც პირველი აღმოჩნდა. ქართულმა დუეტმა მსაჯებისგან 120.35-ქულიანი შეფასება მიიღო, რამაც ორივე პროგრამის ჯამში დაგროვილი 188.12 ქულით განსაზღვრა კიდეც მათი ჩემპიონობა.

საფინა/ბერულავას წყვილმა ისტორია დაწერა – მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვეს და საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს. დღესვე სპორტულ ცეკვებში მოკლე პროგრამა შეასრულა იულია ლებედევა-ბითაძისა და დიმიტრი პარხომენკოს წყვილმა და 45.09-ქულიანი შეფასებით მე-20 ადგილი დაიკავა. საქართველოს წარმომადგენლები უკეთესი მაჩვენებლისთვის 17 აპრილს თავისუფალ პროგრამაში იბრძოლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები