ფოლკლორის ცენტრში უკრაინის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში  ანსამბლ „იალონის“ და მეგობრების კონცერტი გაიმართა.

ანსამბლმა ქართული და უკრაინული ხალხური სიმღერები, ქალაქური ფოლკლორი და საკომპოზიტორო ნიმუშები ზვიად ბოლქვაძესთან, მებო ნუცუბიძესთან, ვასო კორნიენკოსთან, მიშო ჯავახიშვილთან, ნარგილე მეჰთიევასთან  და ირაკლი ევსტაფიშვილთან ერთად შეასრულეს.

ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, საღამოს  დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სტუმრებს სიტყვით მიმართეს უნგრეთის ელჩმა ანნა სიკომ და  ლიეტუვას ელჩმა ანდრიუს კალინდრამ. დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი კონცერტები უაღრესად საჭიროა უკრაინისთვის.

გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად უკრაინის მხარდაჭერის ფონდში გადაირიცხა.

„საქველმოქმედო საღამოზე „იალონის“ და ფლეიტისტ ირაკლი ევსტაფიშვილის მიერ შესრულებული უკრაინული ხალხური სიმღერის “ტუმან იარომ” კლიპის ჩვენება გაიმართა. კლიპი ანსამბლ „იალონის“ და კალიგრაფ ნინი იკაშვილის ერთობლივი პროექტია – ნოტებზე გადატანილი სიმღერის ორიგინალი ხელნაწერი.

ხელნაწერები თიბისის საგამოფენო სივრცეში  საქველმოქმედო  აუქციონზე გაიყიდება. შემოსული თანხა, ასევე უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება“, – ნათქვამია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები