ეროვნულ გალერეაში ინსტალაცია – პერფორმანსი “მედეას ბურკა” გაიმართება

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 2022 წლის 16 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით წარმოგიდგენთ შ/კ „ვან ენდარტის“ ინსტალაცია – პერფორმანსს – მედეას ბურკა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მედიუმით – ინსტალაცია, ვიდეო, სკულპტურა, ტექსტი, საუნდი. საღამოს საათებში მაყურებელს პერფორმანსის ხილვის შესაძლებლობა ექნება. რეჟისორი – იოანე (ვანო) ხუციშვილი, მხატვარი – შოთა ბაგალიშვილი, მუსიკალური გაფორმება – გიორგი ჯიქია, პერფორმერი – ენდი ძიძავა, თარგმანი – სოფიო შამანიდი. ეროვნული გალერეის კურატორი თამარ ლომსაძე.

„მედეას ბურკა“ – წარმოადგენს მედეას ახლებურ გააზრებას, რომელიც ეყრდნობა თანამედროვე, ბერძენი დრამატურგის ანდრეას ფლურაკისის ამავე სახელწოდების მონო პიესას. მედეა დევნილია, მისი ბურკა კი მის იდენტობას და ინდივიდუალობას ერწყმის. ექსპოზიცია-პერფორმანსის მთავარი კონცეფცია მედეას და მედეას ბურკის სხვადასხვა სტიქიებით გააზრებას მოიცავს. მედეა როგორც სტიქია და სტიქიები (მიწა და წყალი) როგორც მედეას ბურკა, მისი იდენტობის და გაუცხოების ობიექტი-თავშესაფარი. მხილება და შურისძიება, როგორც ერთგვარი იარაღი/განაჩენი საკუთარ თავთან და მოცემულობასთან. დაბრუნება გარდაცვალებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები