ანტალიაში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა

ანტალიის გრან სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ორი დღის განმავლობაში ორი მედალი მოიპოვა. შედეგებს 3 აპრილს, გრან სლემის დასკვნით დღესაც ველოდებით, სადაც სამ წონაში ხუთი ქართველი ძიუდოისტი წარდგება.

გრან სლემის პირველ დღეს ფინალამდე გაიკვალა გზა მსოფლიო ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა. ქართველმა ძიუდოისტმა უმსუბუქეს, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა. ჩხვიმიანი გადამწყვეტ შეხვედრაში ტაივანელ იუნგ ვეი იანგთან იპონით დამარცხდა.

ანტალიურ ტატამზე  საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა. გიორგი ტერაშვილმა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროსკენ მიმავალ გზაზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და წმინდა გამარჯვებები მოიპოვა, ფინალში კი იტალიელ მანუელ ლომბარდოსაც აჯობა და ოქროს მედალი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები