საქართველოს გენერალური საკონსულო ბარსელონაში და Cultura Diaspora Georgiana უკრაინის მხარდასაჭერად

ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივითა და უკრაინის გენერალურ საკონსულოსთან კოორდინაციით დაგეგმილია ქ. ბარსელონაში ჰუმანიტარული ტიპის ღონისძიება.

„ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც სურვილი აქვს მცირედი წვლილი შეიტანოს მოძმე უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, თითოეული ჩვენგანის მიერ გაღებული დახმარება გროვდება ქ. ბარსელონაში კომპანია „სამება გზავნილების“ ოფისში. ჩვენს მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი გადაეცემა უკრაინულ მხარეს.

გენერალური საკონსულო მადლიერებას გამოხატავს კომპანია „სამება გზავნილების“ გუნდისა და  თითოეული თანამემამულის მიმართ, ვინც თავის წვლილს შეიტანს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“ –  ნათქვამია საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პირველადი მოხმარების ნივთების, სამედიცინო საგნებისა და მედიკამენტების მიწოდება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:

კომპანია „სამება გზავნილები“

მისამართი: Barcelona 08031 C/Serrano 48, Local 5, Metro Virrei Amat (L5)

საკონტაქტო ინფორმაცია: +34 722 70 70 05; +34 632 46 48 15; +34 611 68 38 38

სამუშაო საათები: ყოველ დღე 12:00 საათიდან 20:00 საათამდე.

გენერალური საკონსულოს ინიციატივას ალიკანტეს მოქმედი დიასპორა უერთდება.

„ქ. ალიკანტესა და მიმდებარე რეგიონებში მცხოვრებ თანამემამულეებს შეგიძლიათ მოგვაწოდოთ პირველადი მოხმარების ნივთები, სამედიცინო საგნები და მედიკამენტები, ასევე, ნებისმიერი სახის დახმარება მოძმე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

სამუშაო გრაფიკის გამო მიღება იწარმოებს პარასკევს საღამოს და შაბათ-კვირას შემდეგ მისამართზე: Calle Prudencio de la viña 8, Alicante. Watsap:610543760““ –  ნათქვამია Cultura Diaspora Georgiana – ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები