ქართველმა მოჭიდავეებმა ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე 13 მედალი მოიპოვეს

ქართველმა მოჭიდავეებმა ბულგარეთის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე,  დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის მემორიალზე, 13 მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შეჯიბრება 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე კი 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩემპიონი გახდა გელა ბოლქვაძე (82 კგ). ვერცხლის მედლები მოიპოვეს ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ), ფრიდონ აბულაძემ (63 კგ), რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ) და რევაზ ნადარეიშვილმა (97 კგ), ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები არიან შმაგი ბოლქვაძე (72 კგ), თორნიკე ძამაშვილი (82 კგ), გიორგი ხეცურიანი (87 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ).

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ამინაშვილი (86 კგ) ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს: რობერტ დინგაშვილმა (57 კგ), გია ავალიანმა (70 კგ) და დიმიტრი ჯიოევმა (74 კგ).

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეჯიბრებაზე რამდენიმე გამოცდილი მოჭიდავის გარეშე ჩავიდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კი ტურნირში ძირითადად ახალგაზრდული და 23-წლამდელთა ნაკრების წევრებით ჩაებნენ“, – ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები