ნატო ინგოროყვას “მცოცავი ოკუპაცია” უკრაინულ ენაზე ითარგმნა

მწერალთა სახლის მხარდაჭერით უკრაინულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის DZHEZVA მიერ გამოიცა ნატო ინგოროყვას ,,მცოცავი ოკუპაცია”. მთარგმნელი: ნატალია ტროჰიმი.
ნატო ინგოროყვას ლექსები სისტემატურად იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში. გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული, მათ შორის Porcellanae პოეზია (2015 წ.) მისი პოეზია თარგმნილია გერმანულ, ინგლისურ, რუსულ, ლიტვურ, ბელორუსულ და უკრაინულ ენებზე. ნატო ინგოროყვას ლექსები შესულია ბრიტანული გამომცემლობის – Francis Boutle Publishers-ის მიერ გამოცემულ 10 თანამედროვე ქართველი ქალი პოეტის კრებულში – უკარო სახლი და გერმანული გამომცემლობის – Corvinus Presse-ის კრებულში –კარტოფილის ამოღება. პოეტმა ართულად თარგმნა და 2005 წელს გამოსცა ავსტრიელი პოეტის, რაინერ მაირია რილკეს პოეზია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები